თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო მაჭავარიანი 1000 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. ამ დრომდე არ არის ცნობილი გადაწყვეტილება კიდევ ორი დაკავებულის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის შესახებ.
აქტივისტები გასულ ღამეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტრიაზე, შეშის მიტანისთვის დააკავეს.
გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდებიან "სირცხვილიას" აქტივისტები.