დაკავებული აქტივისტების სასამართლო 6 საათია გრძელდება - პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა

გამოქვეყნდა:

დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლე ნოდო რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის ადმინისტრაციული გადაცდომის საქმეზე მსჯელობს, საკუთრი პოზიცია უკვე დააფიქსირა პოლიციამ. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ რუხაძის დაკავების საფუძველი მისი შეშით ხელში გადაადგილება გახდა და სწორედ ამ შეშით ხელში ის საპატრულოს უფროსის, ვაჟა სირაძის მანქანასთან მივიდა, თუმცა პოლიციამ დღევანდელ სასმართლო პროცესზე შესაბამისი ვიდეომტკიცებულება ვერ წარადგინა.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აქტივისტების დაკავება უკანონო და გაუმართლებელი იყო და სამართლდამცველებს ამისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონიათ.

სასამართლოს ჩვენება მისცეს თავად აქტივისტებმაც, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს პოლიციის მხრიდან ძალადობრივი "მანქანაში ჩატენვისა" და იზოლატორში გადაყვანის დეტალები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე 6 საათია მიმდინარეობს.

ეზოში კი მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები იკრიბებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებას იქ დაელოდებიან 

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი