კავკასიაში კიდევ ერთი რუსული, "მშვიდობისმყოფელთა" ბაზა განთავსდება - ვითარება მთიან ყარაბაღში

გამოქვეყნდა:

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. ნიკოლ პაშინიანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები ამ წუთებში პრემიერის ადმაინისტრაციასა და პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები და ხელისუფლებას  გადადგომისაკენ მოუწოდებენ. მთავრობას ულტიმატუმი უკვე წაუყენეს.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებები  დასრულდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაინტერესებული შუამავლის - რუსეთის მეშვეობით ცეცხლის შეწყვტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც მოსკოვის დროით 10 ნომებრის 00:00 საათზე შევიდან ძალაში. შეთანხმების ამოქმდებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა სომხეთის მიმართულების სამშვიდობო ძალები გადაისროლა, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან კავკასიაში კიდევ ერთი რუსული ეგრეთწოდებული მშვიდობისმყოფელთა სამხედრო ბაზა მინიმუმ 5 წლის ვადით განლაგდება.

ახალი შეთანმებით გამარჯვებას ზეიმობს აზერბაიჯანი. შეთანხმებაში ჩადებული პუნქტებით ირკვევა რომ სამოარი მოქემდბების დროს აღებული ტერიტორიები ოფიციალურ ბაქოს იურსდიქციას დაქვემდებარება. კელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რეგიონები, უკვე აზერბიჯანის ტერიტორიაა ქალაქი შუშა. შეთნახმების მიხედვით სომხეთმა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს ქალბაჯარი უნდა დაუბრუნოს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რეგიონი. ასევე გაიხსნება 5 კილომეტრიიანი ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. რეგიონში ტვირთის გადადგილებს კი რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ. შეთანხმებაში ასევე გათლისწინებულია ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ზედამხვედველობით მოხდება. 


9 პუნქტიანი შეთანხმება და კაპიტულაციის გამოცხადება მიუღებელი აღმოჩნდა სომეხი ერისთვის. ინფომაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე საათში სომხეთის მოქალაქეებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს, დაარბიეს პარლამენტი და პრემიერის ოფისი. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავჯდომარეს. რომელიც მრავლობითი დაზინებებით საავადმყოფოშია მოთვსებული. მოსახელობამ ნიკოლ პაშინიანსა და მინისტრთა კაბინეტს  სამხედრო დანაშაულისა და ქვეყნის ღალატისათვის გასამართლება მოითხოვა.

მთიანი ყარაბაღის სამხედრო მოქემდბებში დამრცხებას აღიარებს სომხეთის პრემიერიც. ნიკოლ პაშინიანი აცხადებს რომ საომარი მოქმედბების შეწყვეტისა და ზავის გამოცხადების საომარი მარაგის უქონლობა გახდა. დანებების მიზეზი მიუღებელი აღმოჩნდა სომეხი მებძროლებისთვის, რომელთა გარკვეული ნაწილი პრემიერის წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებით, მხარეებმა საომარი მოქმედებების დროს რამდენიმე ასეული სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი