დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1 056 თბილისიდანაა, 476 აჭარიდან, 469 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 11  ნოემბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის  2 911 ახალი შემთხვევის რეგინალური გადანაწილება საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების მიხედვით შემდეგია: 

რეგიონული განაწილება სრულად შემდეგია:

  • თბილისში - 1 056 
  • აჭარაში -  476
  • იმერეთში - 469
  • ქვემო ქართლში - 201
  • შიდა ქართლში - 134
  • გურიაში - 76
  • სამეგრელო -ზემო სვანეთში - 294
  • კახეთში - 69
  • მცხეთა-მთიანეთში - 19
  • სამცხე-ჯავახეთში - 92
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ქვეყანაში სულ 632 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 308 პირი რჩება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო რეკორდულად ბევრი - 45 პაციენტი გარდაიცვალა.  

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი