ზურაბიშვილი უტარო დანასავით ეკვეხება ამ სიტუაციაში - ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებასა და მადლობას ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის ნააზრევად მიიჩნევს და "მთავართან" ამბობს, რომ რუსეთისადმი მაამებლობა "ქართული ოცნების" ხაზია, სადაც სალომე ზურაბიშვილი "უტარო დანასავით ეკვეხება".

ზურაბიშვილის განცხადება შეიძლება აღვიქვათ ასევე, როგორც ივანიშვილის ნააზრევი, ის ყოველთვის ცდილობს ასიამოვნოს ივანიშვილს და რუსეთს აამოს, ეს არის ქართული ოცნების ხაზი და ზურაბიშვილი უტარო დანასავით ეკვეხება ამ სიტუაციაში არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ივანიშვილის მიერ დასმული პოლიტიკური ფიგურა და ცდილობს სათქმელი საქართველოს პრეზიდენტის სახელით თქვას, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია, - ამბობს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულება მიულოცა და ფასილიტატორებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, რაც სკანდალის მიზეზი გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი