ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ფინალური მატჩის წინ ნაკრების 2 ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩების წინ, პროტოკოლის მიხდვით, მატჩამდე 2 დღით ადრე ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდათ - ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას  კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 12 ნოემბერს ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან უნდა გამართოს.

"10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან", - წერია ფედერაციის განცხადებაში. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა დინამო არენაზე, მაყურებლის გარეშე გაიართება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი