სასამართლომ მიხაილო თოდუას შინაპატიმრობის დრო 2 საათით გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოს მიხაილო თოდუას პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ ის ციხეში არ დააბრუნა, თუმცა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა და მას შინაპატიმრობის ვადა 2 საათით გაუხანგრძლივა.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე მიხაილო სახლში 21:00-დან 08:00-მდე იყო, ახლა ის შინაპატიმრობაში 19:00 საათიდან 8 საათამდე დარჩება. 

"ვერ ვხვდები, საერთოდ რამის უფლება მაქვს, თუ არა" - ეს კომენტარი გააკეთა მუსიკოსმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ის პრობაციის ბიუროს მოთხოვნას, რომ მსჯავრდებული ციხეში დაბრუნეს პარია "გირჩის" ივენთზე დაკვარს უკავშირებს და ამბობს, რომ მოთხოვნა არასამართლიანია. 

მუსიკოსიც და მისი ადვოკატიც ფიქრობს, რომ მიხაილოს ეს განკარგულება არ დაურღვევია, რადგან ის არ გასართობ საღამოზე, არამედ პოლიტიკურ შეხვედრაზე უკრავდა და პოლიტიკური შინაარსის შეხვედრები აკრძალული არ იყო. 

შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი