2013-20 წლებში თამარ ჟვანიამ 800 000 ლარის ხელფასი და პრემია/დანამატი აიღო

გამოქვეყნდა:

2013-20 წლებში ცესკოს თავმჯდომარემ 800,000 ლარის ხელფასი და პრემია/დანამატი აიღო - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. არჩევნების პერიოდში თამარ ჟვანიას საშუალო ხელფასი თვეში 17,000 ლარია.

ხოლო, 2020 წლის არჩევნების გამართულად ჩასატარებლად ცესკო-მ ბიუჯეტიდან 72,569,700 ლარი მიიღო

ცესკოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებამ 2013-2019 წლებში 798 602 ლარი შეადგინა, საიდანაც 499 602 ლარი არის თანამდებობრივი სარგო,

195 871 დანამატი, 103 129 პრემია. საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის საშუალო ხელფასი 17,000 ლარს შეადგენს - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2018 წლის 24 დეკემბერს კი ის ხელმეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი