
ანალიტიკოსები მაიკ პომპეოს ვიზიტზე კომენტარს აკეთებენ. მათი თქმით, პომპეოს ვიზიტი შემთხვევითობა არ არის და მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერდება რუსული ფაქტორი.
მხოლოდ ექსკლუზიურად საქართველოსთან კავშირი არა აქვს და გამოწვეულია რეგიონში არსებული მდგომარეობით , რუსეთის როლის ზრდით, რუსული ჩექმის გამრავლებით სამხრეთ კავკასიაში, კარგია, ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირადად ჩაერთვება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში, როგორც არ უნდა ამტკიცოს ბატონმა ზალკანიანმა ან ნებისმიერმა სხვამ, რომ სქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად ჩამოდის აქ თავად მიმავალი ამერიკის ერთერთი ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ძალიან არასაერიოზულად აღიქმება, - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა.
ანალიტიკოსები საქართველოში პომპიოს ჩამოსვლის სხვა სავარაუდო მიზეზებზეც აქცენტირებენ.
" ერთი მიზეზი, რაც არის, ეს არის კონგრესის დავალება პომპეოს მიმართ,რომ წარმოადგინოს ანგარიში თუ რამდენად ახორციელებს საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს, ის რაც საგარეო დახმარებას ეხება, რაღა თქმა უნდა, კავშირში იქნება იმ პროცესებთან, რაც ყარაბაღში განვითარდა და რაც საქართველოშიც განვითარდა. ის რომ საქართველოზე არაფერი არ იქნება, ეს არ არის სწორი. აუცილებლად იქნება შეხვედრა, როგორც ხელისუფლებასთან ისევე, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან ამ თემაზე" - თქვა, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს, დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.