აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი - მოლოდინები და გზავნილები სტრატეგიული პარტნიორისგან

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური გზავნილები ოცნების ხელისუფლების მისამართით ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჟღერა. ამ მოწოდებიდან 1 წლის შემდეგ ამჯერად რა გზავნილებით ჩამოდის ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი საქართველოში რთული გამოსაცნობი არ იქნება თუ გავიხსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მთლიანად ჩააგდო, სასამართლო სისტემა ამ დრომდე პოლიტიკური გავლენების ქვეშაა და 31 ოქტომბრის არჩევნები არა დემოკრატიული პროცესი, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

ქვეყნის მთავარი დიპლომატი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. 

მაიკ პომპეო კი ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო ტურნეს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში გეგმავს. თბილისში პომპეო ოფიციალურ შეხვედრას მთავრობის მეთაურებსა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან გამართავს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და გაყალბებული არჩევნების ფონზე რა გზავნილები ექნება დახურულ კარს მიღმა მაიკ პომპეოს ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონგრესმა საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა, თუ როგორ ავითარებს ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ებრძვის თუ არა სათანადოდ კორუფციას. 

ჯერ კიდევ ივლისში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ სამუშაო ვერსიაში სტრატეგიული ურთიერთობების განმავლობაში პირველად, დახმარების ნაწილის გაცემა პირობითია და შესაძლოა ქვეყანას 2021 წელს 132 მილიონიდან 15% დაუკავდეს. 

მაიკ პომპეოს ანგარიშზე და საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული რამდენად სრულფასოვნად მიიღებს გაყოფილ დახმარებას საქართველო.

პომპეოს 2 დღიან ვიზიტს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტიც თან ახლავს. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარება ამერიკის ინტერესებში არ შედის, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი "ოცნების" ხელისუფლებისადმი გაფრთხილებების მიცემაა.

ოფიციალური ვერსიით ამ დროისთვის სახელმწიფო მდივანს შეხვედრები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს ჩანიშნული, თუმცა ახლა განსაკუთრებით საინტერესოა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, შეხვდება თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსანი ხელისუფლების ოპონენტებს და მოისმენს თუ არა იმ ლიდერების პოზიციას, ვინც ივანიშვილის მიერ მიტაცებულ არჩევნებს უკვე კვირაზე მეტია ქუჩაში აპროტესტებს.

მაიკ პომპეო თბილისში 17-18 ნოემბერს ჩამოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი