
ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კორონავირუსით ინფიცირებული კაცი გადმოვარდა და რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
უცნობია მომხდარის მიზეზები, რადგან შემთხვევის დროს კაცი ოთახში მარტო იმყოფებოდა. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა და საავადმყოფოს ერთერთი თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და ინფიცირებული მისი ახლობლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. კლინიკა განმარტებებს დღეს გააკეთებს.
აქვე გეტყვით, რომ შემთხვევა გუშინ, 11 ნომებერს მოხდა.