მოქალაქეების დავალებაა, ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეების დავალებაა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი იპოვონ და დარწმუნებულია, რომ ამას ოპოზიციაც იაზრებს. ამ თემაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას, მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკევული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება", - თქვა გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, 31 ოქტომბერს მოქალაქეებმა მანდატი 9 პარტიას მიანიჭეს და ეს მანდატი მოიაზრებს პასუხისმგებლობასაც. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად მდგრადი პოლიტიკური პროცესია საჭირო, რომ საქართველოს ევროპული გეგმა განხორციელდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი