
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციის ფონზე ტურიზმის სფერომ სრული კოლაფსი განიცადა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მხოლოდ ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა წინა წელთან შედარებით, 95%-ით შემცირდა. შემოსავლების მასიურად კლების გამო, ბიზნესი იძულებული გახდა სამუშაო ადგილები შეემცირებინა.
ტუსიზმის ექსპერტის, ცოტნე ჯაფარიძის თქმით, მხოლოდ 2024 წლეს სექტორი 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება.
ეკონომიკაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა საქართველში ტურიზმის სფერო, ამ ეტაპზე ეს სფერო აბსოლუტურად განულებულია და არანაირი პერსპერქტივა არ არის იმის, რომ აღდგეს და შემოსავლების გენერირება მოახდინოს - ზაფხულის სეზონის ჩაფლავება მთლიანად მთავრობის კისერზეა - ცოტნე ჯაფარიძე
ბიზნესასოციაცია, მთავრობას კერძო სექტორის დახმარებას და ამისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს.