ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, ცხელი თოვლივითაა - მაჭავარიანი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ოპოზიციის პასუხად ამბობს, რომ დიალოგზე თანხმობა და თან ულტიმატუმის დაყენება ერთმანეთს გამორიცხავს და "ცხელი თოვლივითაა". ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

"ასეთ დიალოგი, იგევა ხელისუფლებამ თქვას, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, ოღონდ ერთადერთი დაშვებით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და შემდეგ იყოს დიალოგი. ეს ხო დიალოგი არაა, ეს ულტიმატიმებია, ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, პირობების დაყენება, თან ყველაზე მთავარი სადაც დავაა, იმ პირობის, ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის", - თქვა ვანო მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მისი აზრით, პასუხისმგებლიანი პარტია პარლამენტში მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდეს, რადგან ბიუჯეტის განხილვა ისეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი