მორიგი გაფრთხილება ხელისუფლებას - ოპოზიცია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილს აფასებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასება თითქმის იდენტურია, ისინი წერილს აფასებენ, როგორც მორიგ საგანგაშო გზავნილს ხელისუფლებისთვის, რომლის გათვალისწინებაც მას აუცილებლად მოუწევს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებმა კარგად იციან, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

დიპლომატიური ენიდან თუ გადავთარგმნით, იქ წერია, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. მათი ტონი მომავალში უფრო გამკაცრდება, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, ენმ-ის ერთერთი ლიდერი 

წამყვან ფიგურებს ევროპარლამენტში, როგორიცაა კუბილიუსი, აქვთ აღქმა, რომ არჩევნები არალეგიტიმური  იყო. ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ეს, - ამბობს გიორგი კანდელაკი.

არ ესმის ქართულ ოცნებას, რომ ევროპარლამენტში ისე არ ბნელა. როგორც იმ უბნებში, სადაც ისინი შუქს აქრობდნენ გაყალბების მიზნით. მე არ მაქვს იმედი, რომ ქართული ოცნება მათ ხმას შეისმენს, მაგრამ ევროპარლამენტარების მხრიდან ეს არის ხალხთან დგომის ილუსტრირება, რომ არ მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი, - ამბობს ბადრი ბიწაძე. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მმართველმა ძალამ აუცილებლად უნდა შეძლოს დიალოგის დაწყება. 

„გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ოპოზიციასა და ხალხთან ინკლუზიური დიალოგის გასამართად, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი