სიცრუეა, რომ სასამართლოებმა საარჩევნო სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს - იუსტიციის საბჭო

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკოსების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით სარჩელების 99% არ დააკმაყოფილა. 

ამის დასამტკიცებლად იუსტიციის საბჭო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს:

"საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება. სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16%-ზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი.

სარჩელების დანარჩენი ნაწილი კი (სარჩელების საერთო რაოდენობის 37%-ზე მეტი), შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას", - წერია განცხადებაში. 

უწყების განცხადებით, არაუფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი სარჩელები სასამართლომ არ განიხილა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ყველა სუბიექტს მოუწოდებს, რომ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი