გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კობიაშვილის წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი. 

შეგახსენებთ, რომ საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს უნდა გადასცემოდათ, თუმცა ამ დრომდე მათი შერჩევა ვერ მოხერხდა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს სასამართლოსთან კობიაშვილის ოჯახი აქციებსაც მართავდა და აცხადებდა, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობდა ნაფიცმსაჯულებად პროკურორებთან და გარდაცვლილის ოჯახთან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები შეერჩია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი