ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ერთმანეთს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერები შერთებული შტაების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის ელჩიც. მმართველი პარტიიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრება. 

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე, "ევროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძე, "პატრიოტა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და "ლეიბორისტული" პარტიიდან შალვა ნათელაშვილი.

"დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი რეჟიმთან შეიძლება იყოს ერთადერთზე - ხელახალ არჩევნებზე. შემდეგ უკვე ნიუანსები იქ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ვინ ჩაატარებს, ეუთოს ეგიდით იქნება ეს თუ ევროკავშირის, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება თუ ნახევრად სავალდებულო... როგორც საკუთარ ყურებს ვერ დაინახავენ უსარკოდ, ისე ვერ გაიგებენ ჩვენგან ამ არჩევნების შედეგების აღიარებას", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მივიდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიროგი ვაშაძე და "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი