აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის შეხვედრა, რომელსაც ხელისუფლებიდან პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა დასრულდა. თითქმის 4 საათიანი აუდიენციის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტური იყო და ამბობს, რომ დიალოგი დაიწყო და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
კონკრეტულ საკითხებს რაც შეეხება, თალაკვაძე ამბობს, რომ პირველივე შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, მისივე ინფორმაციით, მორიგი აუდიენცია მომდევნო დღეებში შედგება, თუმცა კონკრეტული თარიღი არაა ცნობილი.
გავცვალეთ მოსაზრებები და მოვუსმინეთ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია რომ ელჩებმა მხარდაჭერა გამოხატეს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.
კიდევ ერთ რაუნდი შედგება უახლოეს დღეებში, რაც შეეხება საკითხებს და განსხვავებულ პოზიციებს, აქ ჩვენი პოზიცია არის მკაფიო- მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, ყველა ის კითხვა, რომელიც იყო დასმული ოპოზიციის მხრიდან - ამბობს თალაკვაძე.