"ოცნების" პირობებში ძნელად წარმომიდგენია ეს განხორციელდეს - ქუთელია ბენ ჰოჯესის განხადებაზე

გამოქვეყნდა:

ანალიტიკოსების აზრით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზად არ არის. 

"შავი ზღვის უსაფრთოხებაში საქართველოს როლი და ჩვენი პარტინიორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი არის, რომ ნებისმიერი პოტენციურ სამხედრო სცენარისთვის ჰქონდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სცენარებისთვის.. საქართველოს ყველანაირი პირობა აქვს, გეოგრაფციულის, პოლიტიკურიც, რომ ეს პარამეტრები დააკმაყოფილოს, მაგრამ იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც ვიხილეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ზოგადად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის აზრის მიმართ და ზოგადად მათი ამოცანა, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი და "ქართული ოცნების" პირობებში ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს",- ამბობს ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავჯდომარის მოადგილე.

სფეროს ექსპერტები დარწუმუნებულებია არიან, რომ მაიკლ პომპეოს ვიზიტისას საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხიც დადგება, თუმცა როგორ უპასუხებს ამას მოქმედი მთავრობა უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ექსპერტების აზრით, ბენ ჯოჰესის განცხადება, რომელშიც ის სურვილს გამოთქვამს საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა იხილოს გზავნილია სახემწიფო მდივნი მიმართ და მიანიშნებს მას იმ ძირითად აქცენტებზე, რაც საქართველოში ვიზიტისას უნდა გაკეთდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი