წყალტუბოში ინფიცირებული, რომელსაც 13 დღე სიცხე ჰქონდა საავადმყოფოში მხოლოდ დღეს გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში 47 წლის კაცი, რომელსაც უკვე 13 დღეა სიცხე აქვს და მას კორონავრიუსიც დაუდასტურდა ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში ადგილების არარსებობის გამო ვერ მიჰყავს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს არაერთხელ დაუკავშირდნენ, მაგრამ გადაყვანასთან დაკავშირბით ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როცა ადგილზე მედია მივიდა, მედიკოსებმა, ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, საქმის კურსში ჩააყენეს, რომ ფაქტს "მთავარი არხი" აშუქებდა, მოულოდნელად სასწრაფოს ჯგუფს დაურეკეს და უთხრეს, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ადგილი გათავისუფლდა და პაციენტს იქ გადაიყვანდნენ.

"ეპილეფსიანი ქალი ვარ და ბიჭი მყავს კიდევ 26 წლის, ისიც ეპილეფსიანი სახლში, როგორ მოვიქცე. ამ დროს შვილი, გუშინ ორჯერ შემიწუხდა, ჩამივარდა კრუნჩხვებში.  ტესტი ვინ გამიკეთა, ტემპერატურა თუ არ გაქვს ვერ გაგიკეთებთო, ამდენხანს არც ოჯახური შემადგენლობა, არც არაფერი არავის არ მოუკითხავს", - თქვა დაინფიცირებულის ოჯახის წევრმა.

 წყალტუბოს კლინიკებში ადგილების არქონაზე, კომენტარი გააკეთა ერთერთმა ექიმმა, მისი თქმით, კლინიკებში ადგილი არის და  პაციენტის მიღებაც შეუძლიათ

"დაგვიანდა იმიტომ, რომ კლინიკასთან უნდა მოხდეს შეთანხმება, ლინიკებში ადგილები არის ...უნდა შეთანხმდეს კლინიკასთან პაციენტის ტრანსპორტირება, არ გაჭიანურებულა, დაახლოებით ნახევარი საათია ველოდებით პასუხს", - თქვა სასწრაფოს ექიმმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათსში, იმერეთში 513  COVID-19-ით დაინფიცირებული  შემთხვევაა.

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 73 154 
  • გამოჯანმრთელებულია -  55 511 
  • გარდაცვლილია - 636
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი