
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, დისტანცია ჭამის დროსაც დაიცვან და სხვადასხვა დროს მიიღონ საკვები.
“ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ ჯდებიან ხოლმე და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება...მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ ხოლმე საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება”- ამბობს პაატა იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე დღეს ცენტრის დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადეების გამოყენებისკენ და თქვა, რომ თუ ქვეყანში მისი გამოყენება 95%-მდე გაიზრდება, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას დაახლოებით 70%-ით შემცირდება.