დღეს, 14 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 504 ახალი შემთხვევიდან 1 232 თბილისში გამოვლინდა, 603 აჭარაში, 619 კი იმერეთში.
რეგიონალური განაწილება შემდეგია:
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 749 მძიმე პაციენტია, მათ შორის 340 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 34 მილიონზე