აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომიასიის შენობასთან. კომისიის წევრებმა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს კენჭი უნდა უყარონ. შენობასთან მოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მონაწილეებს უნდოდათ იმ საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გაკვრა, სადაც ჩანს თუ როგორაა გაყალბებული 31 ოქტომბრის არჩევნები. ამის საშუალებას მათ შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. 

აქციის მონაწილეებმა საარჩევნო კომისიის წევრებს სააგანგარიშო მიუტანეს.

შენობაში, ასევე, არ უშვებენ დამკვირვებლებს. პრობლემა შეექმნათ აკრედიტირებულ მედიის თანამშრომლებსაც.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი