პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიესალმებიან დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პოზიციები დაახლოვონ. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, მოლაპარაკებების მეორე რაუნიდს შემდეგ გააკეთა.
"მოლაპარაკებები გრძელდება, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფრომატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები იმისათვის რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრუდლება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ ეს დიალოგი მეათე მოწვევის პარლამნეტში გავაგრძელოთ", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და სხვა დეტალები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვერ გასაჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.