დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნი, რომ მალე ივანიშვილის რეჟიმისგან არაფერი დარჩება - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "ლეიბორისტური პრტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშილმა მიმართა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი ხალხის დანახვით კიდევ ერთხელ დარწმუნა, რომ მალე ივანიშვილის "ძირგამომპალი რეჟიმისგან" აღარაფერი დარჩება.

"ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და წყვეტს აი აქ. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგობრები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს აშშს, ევროკავშირს, განიცდიან, ფიქორბენ, ცდილობენ, მოქმედებენ მაგრამ ხომ ფაქტი ერთია, ჩემო ძვირფასებო, იქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქმე, რომ დღეს ორი ქვეყანა იყო  დედამიწაზე, სირია და ავღანეთ, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შუამოვლობის მეშვეობით ელაპარაკებოდა ერთმანეთს, და მესამე გაგვხადა ჩვენ, აი ამ ნაძირალამ, მარტო აი ეს არ უნდა ვაპატიოთ... დიდ მამულიშვილობა, დიდი ქართველობა თქვენი ამითაც გამოიხატება, რომ ჯერ მამული და მერე ყველაფერი", - თქვა შალვა ნათელაშვილმა

შალვა ნათელაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" დრო დამთავრებულია და ისინი პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიან. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციას მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი