
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გირგი ვაშაძემ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებლ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძვიან და ოპოზიციას ძალას აძლევენ.
"მე, როცა თქვენ გიყურებთ, ამდენ ადამიანს აქ შეკრებილს, ყველა შეხვედრაზე სულ უფრო და უფრო სკეპტიკურია ხალხი, აი აღარავინ აღარ მივა, მარტო დარჩებიან, ეს არის ის ძალა, რომელიც მე რწმენას მაძლევს, რომ ჩვენ მართლა ძლიერს სახელმწიფოს ავაშენებთ, მე ვხედავ იმ საქართველოს, სადაც ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ, სადაც ქუჩაში დგომა თვეში ერთხელ, ჩვენი უფლებების დასაცავად არ გვიწევს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არ იკლებს. "მოეგეთ გონს და მესამე რაუნდზე მოლაპარაკებების, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ხალიხსთვის", - თქვა მან.