
გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისშილმა მიმართა. მისი თქმით, დროა საქართველო ფეხზე დადგეს და ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება.
"ჩვენ სახლში დავტოვეთ დღეს ჩვენ-ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტია ვართ ყველანი და ეს არის, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, შეუპოვრობაც ღირს და აქ დგომაც ღირს. ღარიბია ეს ჩვენი ქვეყანა, ღატაკია, 30 წელია ფეხზე ვერ დავდექით, წელში ვერ გავიმართეთ, თავი ვერ ავწიეთ ისე, როგორც გვეკადრება, მაგრამ აქ მოსვლით ყველანი ვადასტურებთ, რომ ჩვენს ძარღვებში იმ ჩვენი წინაპრების გაუტეხელი სისხლია არაფერს რომ არ ეპუებოდა და თავისუფლებითის რომ იბრძოდა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა
მისი თქმით, ზვიგენების გარემოცვაში მცხოვრებმა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ქართველები არ გადაშენებულან და მათში თავისუფლების სიყვარულით სავსე გული ძგერს.