
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ჯერ კიდევ შარშან მოსახლოება და ოპოზიცია ქუჩაში იდა და იბრძოდა, რომ ქვეყანას ნორმალური საარჩევნო სისტემა ჰქონოდა. მისი თქმით, როგორც მაშინ გაუძლეს და ერთოანობით გაიმარჯვეს, ახლაც ასე მიაღწევენ მიზანს.
"კოლექტიური გავრილოვები მართავენ დღეს ქვეყანას, ამიტომ გავრილოვების ერა ამ ქევაყანაში უნდა დასრულდეს ძალიან ბევრი მძიმე დღე გამოაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 8 წლის განმავლობაში. ბევრ რაღცას გავუძელით, გავუძელით შეურაცხყოფას, გავუძელით სიღატაკეს და ჩვენი ხლხი ელოდა 31 ოქტომბერს, როდესაც მივიდოდა და შურს იძიებდა ყველა იმ ტკივილზე, რომელიც მას მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას და მისცა ხმა იმ იმედით, რომ ამ ქვეყანაში მოხდებოდა ცვლილება, მაგრამ ამ კაცმა ესეც მოიპარა, ესეც წაიღო და არ შევარჩევთ, თითოეულ ხმას დავიბრუნებთ იმ ხმას, რომელმაც აირჩია ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის თქმით, სისტემა, რომელიც ხახლის წინააღმდეგაა მიმართული უნდა დაინგრეს და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება.