
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - ადგილი სადაც ოლიგარქის სურვილების ყველაზე კარგად ესმით. 8 ნოემბერს მიღებული მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის დავალების შესრულების შემდეგ აქ ისევ განსაკუთრებული მობილიზებაა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ოპოზიციის აქციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ვარჯიშობენ, ესეცაა. განსაკთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სწორედ განსაკუთრებული დავალებებისთვის იყენებენ. მაგალითად ისეთის, როგორიცაა მშვიდობიანი აქციის წყლის ჭავლით დაშლა.
რატომ იყო სპეცრაზმი განსაკთრებით აგრესიული მათ მიმართ, ვინც კამერით იღებდა მათ ქმედებებს? კადრებში კარგად ჩანს, რომ წყლის ჭავლს ახლო მანძილიდან სწორედ მათ უშენდნენ, ვისაც ხელში კამერა ან მობილური აპარატი ეჭირა.
მთავარი არხის ინფორმაციით, დავალების მიზანი იყო, არავის გადაღო როგორ არბევდნენ ცესკოსთან აქციის მოანწილეებს. ერთ-ერთი ვინც სწორედ ასეთი დავალება მიიღო და ხელქვეითებს გადასცა, განსაკთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-3 განყოფილების მე-4 ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მამუკა სალაძე იყო, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
განყოფილების უფროსის მოადგილე პაატა კელაპტრიშვილიც სხვებთან ერთად იღებდა განსაკუთრებულ დავალებებს. ჩვენთან საუბარი არც მან ისურვა.
მთავარ არხს სპეცრაზმელები კამერის მიღმა უდასტურებენ, რომ დავალება სწორედ ასე მიღეს. რა ხდებოდა ადგილზე, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამისნიტროს უნდა გადაეღო, ოღონდ, მეორე მხრიდან.
განსაკუთრებით დაშავებულ ადამიანებს მხოლოდ ეს არ აკმარეს და დააკავეს. კახა კვეკვეცია, რომელმაც იოზოლატორში რამდენიმე საათი გაატარა, ახლა უშედეგოდ ელის მობილური ტელეფონის დაბრუნებას. არ იცის, იქნება თუ არა მასში შერჩენილი აკდრები, სადაც ჩანს, როგორ მოხვდა თავში რეზინის ხელჯოხი.
ადამიანებმა ვინც, კამერის უკან იდგნენ, საკთარ თვზე გამოსცადეს დავალების მთელი სიმძაფრე. დაშავდნენ ოპერატორები და მწყობირდან გამოვიდა თითქმის სრული ტექნიკა, რომლითაც აქციაზე მუშაობდნენ. აქციებზე კრიტიკული მედიის დასჯისას გომელაურის უწყებამ განსაკუთრებით იყოჩაღა.
ყველა დავალებას წინასწარ განსაზღვრული ფასი აქვს. სპეცრაზმს ნოემბრის ცივ ღამეს მედიისა და გაბრაზებული ამომრჩევლის ცივი წყლის ჭავლით დასჯაც დაუფასდა.
მთავარ არხს გომელაურის უწყების თანამშრომლები სასწრაფოდ დარიცხული პრემიების შესახებ უყვებიან. რიგითების 500 ლარიანი პრემია, 10 ნოემბერს უკვე ასახული იყო და ოდენობაც იზრდებოდა დარბევაში შეტანილი დამსახურების მიხედვით.
ზოგადად, გაცემული პრემია-დანამატების სიდიდით სახელმწიფო უწყებებს შორის შსს პირველ ადგილს იკავებს, რაოდენობა კი ძალის გადამეტების პარალელურად იზრდება. 2019 წელს გაცემული პრემიები 22 მილიონით აღემატებოდა წინა წლის ჯილდოებს. 2020 წლის პრემიების ხარჯი ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალოვან უწყებას ბევრჯერ მოუწია მოქალაქეებზე ძალადობა.
2020 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით შინაგან საქმეთა სიმინისტრომ შრომის ანაზღაურების სახით 113.8 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 654,369 ლარი პრემიის სახით, ხოლო 18.2 მილიონი დანამატის სახით გასცა.