სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას გათავისუფლებისკენ ევროპარლამენტარები მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

გიგი უგულავა და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს პრეზიდენტს მისი დისკრეციული უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბექა ბასილაიამ გუშინ დაარეგისტრირა.

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია თავისი დისკრეციული უფლების გამოყენება.

აქ არ წყდება ერთი ადამიანის, გიგი უგულავას ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი მისთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას გათავისუფლებისკენ ევროპარლამენტარებიც მოუწოდებენ. ოფიციალურ მიმართვას 11 ევროდეპუტატი აწერს ხელს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი წერილში აქცენტს იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე შედგა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის უცნობია, როდის მიიღებს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ გადაწყევტილებას. თუმცა, ევროპარლამენტის წერილზე დაყრდნობით ოპოზიციური პარტიის ლიდერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს პოლიტპატიმრების საკითხი საკვანძო თემა იყო.

საკვანძო საკითხი არის პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს და შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება არის სასურველი და ამის გამოყენებაა უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში საჭირო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი