ქვეყანაში, სადაც ქილერებს აგზავნიან, ხელისუფლება ისევ ჩვენ გვისმენს

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში, სადაც ქილერებს აგზავნიან და ქუჩაში გასვლა უსაფრთხო აღარაა, ხელისუფლება ისევ ჩვენ გვისმენს და მხოლოდ ერთი კაცის ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. 

ახალგაზრდებმა პოლიცია გამოააშკარავეს და მარტივი ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ გვისმენენ: "ოპერაცია ვაჟა შეშა სირაძე" — მოძრაობა "სირცხვილიამ" ექსპერიმენტი შსს-ს შესამოწმებლად ჩაატარა და გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია როგორც ექსპერიმენტის დაგეგმვა, ასევე, პოლიციის რეაგირება. 

კადრებში ჩანს, რომ აქტივისტები სახლში განიხილავენ, როგორ განახორციელონ გეგმა, შემდეგ კი მეგობრებს ურეკავენ და ეუბნებიან, თითქოს პარლამენტთან შეშის მიტანა სურთ. ისინი მუყაოს ქაღალდებსა და ბალიშებზე წერენ შეშას და პარლამენტის წინ პარკებით მიდიან, სადაც უკვე სამართალდამცავები ხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი