თბილისში რამზან კადიროვის დაჯგუფების წევრები არიან. მთავარი არხის ინფორმაციით, ჩეჩენი კრიმინალები ქვეყანაში მათივე თანამემამულის დასასჯელად შემოვიდნენ. ჰასან ხალიდოვი თბილისში უვკე სამი წელია ცხოვრობს და ავტონაწილებით ვაჭრობს. სწორედ მასთან აფარებდა თავს გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობისითვის დაკავებული ვასანბეკ ბოკოვი. ჰასან ხალიდოვი დღეს შბათის მთავართან იმ პირებს პირველად ასახელებს, ვინც ვასანბეკ ბოკოვს გიორგი გაბუნიას მვკელოლობა დაუკვეთა.
პუტინის სისხლიანი ვენდეტის სქემა გაშიფრულია - "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობა პუტინის დავალებით რუსულ სპეცსამსახურებს კადიროვის კრიმინალური დაჯგუფების ხელით უნდა შეესრულებინათ. საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან - კაზბეგ დოკუზოვი, ჩეჩნეთსა და რუსეთში ცნობილი კრიმინალი, და ადამ დელიმხანოვი პუტინის რუსეთის ცნობილი ზონდერი და დუმის დეპუტატი.
ამ პირების დევნის ობიექტი სხვადასხვა დროს ის ჟურნალისტები და ბლოგერები ხდებიან, რომლებიც პუტინისთვის მიუღებელი არიან.
მათ სახელს ამერიკელი ჟურნალისტის მოსკოვში მკვლელობის დღემდე გამოუძიებელი საქმეც უკავშირდება. ამ დაჯგუფების ანგარიშსწორების სამიზნე გიორგი გაბუნიას გარდა ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსოცაა. ტუმსო დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ პირებმა დაგეგმეს გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია და ბრძანება პუტინმა გასცა.