თემქაზე 36 წლის კაცის სასტიკი მკვლელობის მიზეზი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის დროს თბილისის ზღვის უბნის მესამე მიკრო რაონში 36 წლის მიხეილ მელიქიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი, კვალის დამალვის მიზნით, დააზიანეს. თავს გაქცევით უშველა სახლის მეპატრონემ, ლევან შარუბაშვილმა, რომელიც თავდამსხმელმა რამდენიმე ადგილას დაჭრა.

შარუბაშვილი კლინიკა ჯერარსში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ექიმი, ია იობიძე, ამბობს, რომ პაციენტს დაზიანებები თავისა და ყელის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაშავებული პალატაში უკვე გამოკითხეს.

დაღუპულიც და დაშავებულიც პარტია „კანონისა და სამართლის“ წევრები არიან - ამას ადასტურებს, პარტიის თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი. დაპირისპირების კონკრეტული მოტივები მისთვის ამ დრმდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენდანტის საათის დროს მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი ოჯახის წევრებისთვის ამ დრომდე უცნობია.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი