მეხუთე დღეა გორში 21 წლის გიორგი ნონაშვილს ეძებენ, სამართალდამცავები ამ დრომდე მის კვალს ვერ პოულობენ.
33 წლის კახა ავაზნელი ასევე ამავე რეგიონშია გაუჩინარებული. ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია ამბავსაც კი აღარ კითხულობს " თუ იპოვით გაგვაგებინეთო, თუ ჩემი შვილი ვიპოვო, თქვენ რაღას დაგირეკოთქმეთი?!" - ამბობს დაკარგული ადამიანის დედა, რომელიც წელიწადზე მეტია იძებნება.
თუმცა, გუშინ მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს, ის გორის პროზექტურაში გადაასვენეს, რომ მისი იდენტიფიცირება მოხდეს. სავარაუდოდ 30 წლამდე კაცი დიდი ხნის გარდაცვლილია.
გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან ამბობს, რომ ადამიამები უჩინარდებიან და პოლიცია მათ კვალზე ვერ გადის, რადგან, პოლიციას სახე აქვს დაკარგული და ის "ქართული ოცნების' დავალებების შემსრულებელია მხოლოდ.