
18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს.
ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში პროტესტის ფორმატზე შეთანხმდა.
18-ში, ოთხშაბათს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება დაცული 2 მეტრიანი დისტანციით და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა მდუმარე პროტესტისთვის მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია, დააფენს დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საშუალება საქართველოს და ამერიკის დროშების, ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ - თქვა "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17-18 ნოემბერს, 2 დღიანი ვიზიტით ჩამოდის.