საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - ოკუპირებული ცხინვალიდან ტრანსპორტირების დროს, მამაკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ტრანსპორტირების დროს, ახალგორში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს და წერს, რომ ონისე გათენაშვილი, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით „წითელი ჯვრის“ ჩართულობით გადმოჰყავდათ, თუმცა უმძიმესი მდგომარეობის გამო, ის სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა.

14 ნოემბერს „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

„საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ „წითელი ჯვრისგან“ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში - აცხადებენ  სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ოკუპირებული ახალგორი უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. გაუქმებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რის გამოც ამ პერიოდში უკვე 16 ადამიანი გარდაიცვალა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების მიზეზით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი