უილიამ შექსპირი, შოთა რუსთაველი და გალაკტიონ ტაბიძე "მეორე ტურში"-ელექტრონული არჩევნების ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო უბანზე მთავარი ელექტრონული სისტემაა, რომელიც საარჩევნო პროცედურების გამარტივებასა და ხმის დათვლის დროს შესაძლო დარღვევებს მაქსიმალურად გამორიცხავს. 

კენჭისყრის დროს მაქინაციების, ხმების დათვლისას სხვადასხვა მანიპულაციებით შედეგების გაყალბების, გაბათილების, ჩანაცვლებისა თუ დათვლისას შეგნებულად თუ შემთხვევით მიღებულ არასწორ შედეგებს ეს სისტემა ფაქტიურად გამორიცხავს.  

ორგანიზაცია კარგი მმართველობის ინსტიტუტის წარმომადგენელი  ირაკლი ხორბალაძე , რომელიც ცესკოს წევრი იყო, წლებია საარჩევნო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე პარტნიორ უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს,

ამ ეტაპზე სისტემაში ამერიკის მოქალაქეების პირობითი ბაზაა ჩატვირთული, დანერგვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების სრულყოფილი მონაცემები არჩევნებში დარღვევებისა და გადაცდომების შესაძლებლობებს გამორიცხავს..

საპილოტე, საცდელი არჩევნები ელექტრონული სისტემით საქართველოში უკვე 2 -ჯერ 2017 წელს  ცაიშში და 2019 ტყიბულსა და წყალტუბოში ჩატარდა. შედეგები ყველა მხარემ და მათ შორის ცესკომაც დადებითად შეაფასა, თუმცა ელექტრონული სისტემით 2020 წლის არჩევნები მაინც არ დაიგეგმა. 

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას არითმეტიკული სიზუსტით და სამართლიანად დათვლილი შედეგების შეეშინდა, ცესკომ კი მიზეზად არასაკმარისი რესურსი და ამ არჩევნებზე კორონავირუსის გამოწვევები დაასახელა.

ელექტრონული საარჩევნო სისტემას უკვე 2 ათეული წელია ამერიკასა თუ სხვა ქვეყნის არჩევნებში წარმატებულად იყენებენ. რამდენიმე დღის წინ , სწორედ ამ სისტემით დათვლილმა ხმებმა მოუტანა გამარჯვება ჯო ბაიდენს, ისევე როგორც მის წინამორბედს დონალდ ტრამპსა, თუ კიდევ უფრო მანამდე ბარაკ ობამას. წლიდან წლამდე სისტემა იხვეწება და მაღალი დემოკრატიის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში დარღვევებს უფრო და უფრო მაღალი პროცენტით გამორიცხავს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი