ივანიშვილი-პატრიარქის შეხვედრა - ოპოზიცია მეუფე იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმდება- ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გასულ ღამეს საპატრიარქოში, პატრიარქს ესტუმრა. შეხვედრას სხვა მღვდელმთავრებიც ესწრებოდნენ.

ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, თუმცა პრეს რელიზში არაფერი წერია ისაუბრეს თუ არა ივანიშვილმა და ილია მეორემ მეუფე იაკობის ბრალდებებზე, სადაც პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა ქართლი ოცნების ლიდერი პატრიარქის ტახტიდან მისი უწმინდესობის ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულა.

ივანიშვილი-პატრიარქის შეხვედრას უკვე მოჰყვა პოლიტიკოსების გამოხმაურებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მეუფე იაკობის განცხადებების გამოძიება პროკურატურის მხრიდან არ მოხდება, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია:

"ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხვალ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადოს, რომ მეუფე იაკობი თურმე ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ფარული წევრი და ამიტომ ამხილა მან ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში საეკლესიო შეთქმულებისა და გადატრიალების მოწყობის სახით. ან მეუფე იაკობი ცილს სწამებს ორ პრემიერ მინისტრს და ერთ მინისტრს, ან მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები აიძულებდნენ სასულიერო პირებს საეკლესიო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებისა. სხვა შეფასება არ არსებობს. როდესაც ხელისუფლებას არ უნდა გამოძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად არის დამანაშავე" აცხადებს "ენმ"-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე

"როცა ხელისუფლებასთან, თავის დროზე დაახლოებული პირი და მეუფე იაკობი იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან ხო? გვახსოვს ყველას ხო? ასეთ განცხადებებს აკეთებს, მერე თქმა იმისი, რომ შენდობა ითხოვა და ამიტომ პროკურატურამ არ უნდა დაკითხოს, ვერ გავიგე ირანში ვცხოვრობთ თუ სადა ვართ? რა შუაშია შენდობა ითხოვა თუ არა საერთოდ? ეს მისი საქმეა შენდობას ითხოვს თუ არა. პროკურატურაში დაკითხვა არის ფიცის ქვეშ დაკითხვა, რომელსაც სამართლებრივი შედეგები აქვს, ანუ ცრუ ჩვენების მიცემა არის დასჯადი. თუ ასეთი სერიოზული ბრალდებები გაკეთდა, გამოძალვაზე იყო ლაპარაკი მაგალითად, რომ სასულიერო პირების ჩართვა ხდებოდა ამ საქმეში, ან მცდელობა ჩართვის, ეს არის სერიოზული ბრალდებები, პოლიტიკურ შეფასებებზე კი არ ვლაპარაკობ და უნდა დაეკითხათ იმ დათქმით, რაც დაკითხვას მოჰყვება ხოლმე, რომ ცრუ ჩვენება არის დასჯადი" განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ქართულ ოცნებაში" კი მეუფე იაკობის სკანდალური ბრალდებებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ პარლამენტი ვერ გადაიქცევა პროკურატურად. ხელისუფლების წარმომადგენლები სინოდის განჩინებას იშველიებენ, რომლის მიხედვითაც მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, ხოლო იმაზე, რომ სასულიერო პირის მხრიდან მისი ბრალდებების უარყოფა არ მომხდარა, ამაზე აღარ საუბრობენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი