მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 54 818 483-ს აღწევს. 

ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 38 მილიონი ადამიანი (38 140 650), 1.3 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (1 324 530). 

დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა შემდეგ 5 ქვეყანაზე მოდის:

  • ამერიკის შეერთებული შტატები - დაინფიცირდა 11 367 214 
  • ინდოეთი - დაინფიცირდა 8 845 617
  • ბრაზილია - დაინფიცირდა 5 863 093
  • საფრანგეთი - დაინფიცირდა 1 981 827
  • რუსეთი - დაინფიცირდა 1 925 825

ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 15 მილიოზე მეტია, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 98 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული ზრდაც მოჰყვა და ეს კარგად ჩანს Worldometers-ის გრაფიკზე: 

 

 

 

 

 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ COVID-19 საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ისა, და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 

ვაქცინის გამომგონებელი კი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს "ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი