კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია - Pfizer

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. 

ვაქცინა, რომელიც 43 000 ადამიანზე უკვე დატესტეს, ცდის მე-3 ფაზაშია - ესაა ფინალური საფეხური კომერციული ლიცენზიის მიღებამდე. 

"მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ეს ძალიან წარმატებული შედეგია, მეცნიერებასა და კაცობრიობას საუკეთესო დღე დაუდგა", - ამბობს BioNTech-ის თანადამფუძნებელი. 

ვაქცინა დამატებით შემოწმებას ნოემბრის მე-3 კვირაში გაივლის. დატესტვის ფაზაშია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული პოტენციური ვაქცინაც. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი