სოფელ ნამოხვანის მოსახლეობა 23 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხელისუფლებას სთხოვს, თურქულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს. პასუხად მმართველი პარტიისგან სასტიკი მეთოდებით პროტესტის ჩახშობა მიიღეს.
ჰესის მშენებლობას ეწინააღმედგებიან ქუთაისელებიც და დარწმუნებულები არაინ, რომ ჰესის მშენებლობა ქუთაისსაც საფრთხის წინაშე აყენებს. ხალხს არ სჯერა გარანტიის, რომელსაც ხელისუფლება და მშენებელი კომპანია იძლევა. მოსახლეობის პროტესტს უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ბრძანება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში გასცა. საია-მ საქალაქო სასამართლოში გაცემული ბრძანება 2020 წლის აპრილის თვეში გაასაჩივრა, მაგრამ პროცესი მშენებელი კომპანიის სასარგებლოდ გაჭიანურდა.
ნამახვანჰესის მშენებლობას სეისმოლოგებიც ეწინააღმდეგებიან. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს, რომ პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად არაერთი ნეგატიური დასკვნისა და მკაცრი გაფრთხილებისა, ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ხელისუფლება არ აპირებს.