თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას თავად საავადმყოფო ავრცელებს. 

"კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს", - წერია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი