მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობა 55 021 938-ია, გამოჯანმრთელებულია 35 349 444 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 1 327 228 პაციენტი.
კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ისევ ამერიკა ლიდერობს, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ხუთეულია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, რუსეთი.
საქართველოში ბოლო 24 საათის მონაცემები ჯერ არ განახლებულა.