დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1 202 თბილისიდანაა, 469 აჭარიდან, 302 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 117 ახალი შემთხვევიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა, 469 აჭარაში, 302 კი იმერეთში. 

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი - 1 202
  • აჭარა - 469
  • იმერეთი - 302
  • ქვემო ქართლი - 259
  • შიდა ქართლი - 173
  • გურია - 61
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 355
  • კახეთი - 117
  • მცხეთა- მთიანეთი - 86
  • სამცხე ჯავახეთი - 65
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 740 მძიმე პაციენტია, მათგან 378 მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი