
იუსტიციის გადამდაგრი მინისტრის და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, მომავალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრობას აღარ აპირებს.
"არა, მე არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად, ეს ბევრჯერ ვთქვი, შემიძლია ასჯერ ვთქვა, თუ ასჯერ შემეკითხებით, არ არის პრობლემა", - თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა მინისტრის თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო 29 სექტემბერს დატოვა. ის მმართველი გუნდის სიაში მეოთხე ადგილზეა. წლების განმავლობაში წულუკიანი მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრი იყო.