სოციალურ ქსელში თამარ ჟვანიას ყალბი ანგარიში შეიქმნა - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მათი ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას ყალბი "ფესბუქგვერდი" შექიმნა, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ამ თემაზე უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცესკო აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი