ეს ვიზიტი განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს - დავით ბაქრაძის განცხადება მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე

გამოქვეყნდა:

მაიკ პომპეოს ჩამოსვლმდე რამდენიმე წუთით ადრე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განცხადება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას კიდევ უფრო მტკიცეს გახდის.

კითხვაზე, იქნება თუ არა საუბარი საპარლამენტო არჩევნებზე და იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ამ არჩევნებს ქვეყანაში მოიყვა, ბაქრაძე ამბობს, რომ ყველა საკითხი და შეხვედრა დღის წესრიგით უკვე გაწერილია

ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია...

დღის წესრიგი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის უკვე გაწერილია და ვიცით შეხვედრები რომელსაც გამართავს ის- ამბობს დავით ბაქრაძე.

რაც შეეხება ექსპერტების იმ წერილს, სადაც პომპეოს საქართველოში, ამერიკულ ბაზების განთავსებას სთხოვენ, ბაქრაძე ამბობს რომ აშშ-საქართველოს თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაწერილი გეგმა აქვს, რომელიც ყოველწლიურად ძლიერდება.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი