ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველოში - შანსი საქართველოსთვის, კავკასიაში რუსეთის გაძლიერების პარალელურად

გამოქვეყნდა:

სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში 2000-მდე რუსი სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 სპეციალური ტექნიკა უკვე გადასროლილია.

სამშვიდობო ოპერაციების სარდლობის შტაბი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში განთავსდა. რუსეთიდან მთიან ყარაბაღში კრემლის მიერ სამშვიდობო მისიით განლაგებული მეთხუთმეტე ე.წ სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, 2005-დან 2008 წლის ნოემბრამდე ასეთივე "სამშვიდობო" მისიით იმყოფებოდნენ აფხაზეთშიც და დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში და 2014 წლიდან როგორც ყირიმის ანექსიაში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში.

ამიერკავკასიაში ოკუპანტის პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა, ამის პარალელურად შესუსტდა დასავლეთის კავშირი რეგიონთან, რაც საქართველოს უხსნის შესაძლებლობის ფანჯარას, რომ სამხრეთ კავკასიაში კრემლის გავლენის მზარდი საფრთხის გამო, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად აშშ-სთან ​სამხედრო თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადავიდეს.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველი ანალიტიკოსები- ყოფილი მინისტრები, დიპლომატები და ექსპერტები ამერიკის სახელმწიფო მდივანს ღია წერილით მიმართავენ და საქართველოში ამერიკის ჯარების და ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას სთხოვენ. 

სამხრეთ კავკასიაში დაკარგული პოზიციების ფონზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით არა სომხეთში ან აზერბაიჯანში, არამედ საქართველოში ჩამოდის. 

შეცვლილი ძალთა ბალანსის გამო ვაშინგტონი ახლა მაქსიმალურად ეცდება რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობის გაძლიერებას თუმცა, ერთია რა ინიციატივით ჩამოვა მაიკ პომპეო საქართველოში და მეორე რა გეგმას და შეთავაზებას დაახვედრებს მას ქართული ოცნების ხელისუფლება.

არსებობს თუ არა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკური ნება ივანიშვილის ხელისუფლებაში ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ივანიშვილის გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ უვადოდ დააკონსერვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი