აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ სტატია გამოაქვყენა, სადაც საუბარია მაიკ პომპეოს ვიზიტზე. დევიდ კრამერი სახელმწიფო მდივნის მხრიდან ქართულ ოპოზიციასთან არშეხვედრას მთავარ შეცდომად მიიჩნევს.
"ქართველები მაიკ პომპეოს ყველა სიტყვას ყურადღებას მიაქცევენ, მისი გრაფიკი კი თბილისში სამთავრობო წარმომადგენლებთან შეხვედრას მოიცავს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და პატრიარქთან, მას არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან - ეს მთავარი შეცდომაა.
ის უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრო-რუსული პატრიოტთა ალიანსისა" - წერს დევიდ კრამერი.
აქვე კრამერი სტატიაში წერს, რომ ოპოზიციასთან არ შეხვედრით, შეიქმენება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, თავად პომპეო და შტატები გვერდში უდგას მმართველ "ქართულ ოცნებას".
"პომპეო რისკავს და არასახარვიელოდ დისკრედიტაციას ახდებს ამერიკისა, იმ იმ 50% ამომრჩევლისთვის, რომელსაც ხმა ოცნებისთვის არ მიუცია. ის აქვე, კარგავს შესაძლებლობას, ძირითადი როლი შეასრულოს მთავარი მხარეებისთვის კომპრომისისკენ წახალისებაში.".
დევიდ კრამერი ასევე წერს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა და ახლა პოლარიზებულია ფონი, სადაც მეორე ტურების შედეგებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
"მეორე ტურების სამზადისია, დაძაბულობა მაღალია. ოპოზიცია და მოქმედი კანდიდატები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და გრძელდება მოწოდებები საარჩევნო ადმინისტრაციიდან მაღალი რანგის პირის გადაყენებაზე. მეორე ტურის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"
ცნობისთვის მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისში ამ წუთებში დაეშვა.